17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ედგარს რინკევიჩი: ამ დროისთვის ლატვიას რუსეთის მხრიდან უშუალო სამხედრო საფრთხე არ ემუქრება

ამჟამად ლატვიას რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მისივე თქმით, მოქალაქეებმა პოტენციურ დივერსიულ საქმიანობასთან დაკავშირებით სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ,- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა.

როგორც რინკევიჩმა აღნიშნა, ამ დროისთვის ლატვიას რუსეთის მხრიდან უშუალო სამხედრო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დივერსიული საფრთხეების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება საკმაოდ დინამიკურად იცვლება – ის, რაც რამდენიმე თვის წინ აქტუალური იყო, ახლა უკვე აღარ არის აქტუალური, სამაგიეროდ, ჩნდება რაღაც ახალი. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების. ასევე მოვუწოდებ საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ შესაბამის უწყებებს”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა, ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება და აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნა თითქმის შეუძლებელია, და ამის შესახებ ღიად საუბარია საჭირო. მანამდე რინკევიჩმა დაადასტურა, რომ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რის შემდეგაც ლატვიამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა გააძლიერა.

banner
წინა სტატიაშიორნელა მუტიმ და მისმა ქალიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანეს
შემდეგი სტატიაზელენსკი: სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვესაუბრე