21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

EDB-ის გაფართოების გეგმა: სიაში საქართველოც მოხვდა

ევრაზიის განვითარების ბანკმა (EDB) გეოგრაფიული გაფართოების სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც ბანკის პოტენციური საქმიანობის არეალი 11 ქვეყანამდე გაიზარდა. მათ შორის არიან საქართველო, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, თურქმენეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

ბანკის ხელმძღვანელი ნიკოლაი პოდგუზოვი აცხადებს, რომ მიზანი სრულფასოვანი რეგიონული განვითარების ბანკად ჩამოყალიბებაა.

ამჟამად ბანკში 7 ქვეყანა შედის (რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი). მომდევნო პერიოდში დაგეგმილია სამი ახალი აქციონერის მოზიდვა, მათ შორის ომანის სასულთნოსი.

EDB 2006 წელს ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საპირწონედ შეიქმნა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანქციებისგან ბანკის დაცვის მიზნით, რუსეთმა თავისი წილი 65.97%-დან 44.79%-მდე შეამცირა. 2023 წლის იანვარში დამტკიცებული ახალი განაწილებით, რუსეთი კვლავ რჩება ბანკის მთავარ აქციონერად, მას მოსდევს ყაზახეთი (37.29%) და უზბეკეთი (10%).

შენიშვნა: ამავე პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს და ქვეყნის განვითარება შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს
შემდეგი სტატიაკობახიძე: ომში ჩართვას შეხვედრაზე მოითხოვდნენ, ხოლო გახარიას გადაყენებისას — დარეკეს