“ედავებიან, რომ მას ქონდა ე.წ ფლეშკაზე მასალა და შემდგომ გაავრცელა”- ჯამალაშვილის ადვოკატი

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის გიორგი ფოფხაძის განცხადებით ზურაბ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს:

„მას პირადად შევხვდი, ის ბრალს არ აღიარებს, არ გადმომცემია პროკურატურისგან მასალა თუ რა მტკიცებულებები აქვთ მათ. ის არის დაკითხული, კომპიუტერებთან დაკავშირებით არაფერია. ედავებიან, რომ მას ქონდა ე.წ ფლეშკაზე მასალა და შემდგომ გაავრცელა და გადასცა სხვა პირებს, თუმცა ზურაბ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს.

მის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს ბრალი ქონდა წაყენებული და განრიდება გაკეთდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი შვილის ვასილ ჯამალაშვილის ბეგრაუნდის გამო გაკეთდა ეს ყველაფერი. გასათვალისწინებელია ის, რომ ვასილ ჯამალაშვილს არც მუშაობის პერიოდში და არც შემდგომ ამ ჩანაწერებთან შეხება არ ქონდა, მას ბრალი ვირუსის შექმნისთვის ქონდა წაყენებული, გამოვრიცხავთ ვასილ ჯამალაშვილის ამ საქმესთან კავშირს“- განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: მეც ნაწილი ვარ იმ საზოგადოების, რომელიც შოკირებული იყო
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის სარჩელი დააკმაყოფილა