Economist: ზელენსკიმ თავის გუნდს არჩევნებისთვის სამზადისის დაწყება დაავალა

გამოცემა The Economist სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს არჩევნებისთვის სამზადისის დაწყება დაავალა.

წყაროების ცნობით, ზელენსკიმ წინა კვირას გამართულ შეხვედრაზე თავის გუნდს დაავალა, სრული ცეცხლის შეწყვეტაზე შესაძლო შეთანხმების დადების შემდეგ არჩევნების ორგანიზების პროცესი დაიწყონ.

The Economist წერს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დამადასტურებელი ცნობები, შესაძლოა, 5 მაისისთვის ან მანამდე გახდეს ცნობილი, რადგან სამხედრო მდგომარეობის გასახანგრძლივებლად ვადა 8 მაისს იწურება. საარჩევნო პროცესის დასაწყებად საომარი მდგომარეობის გაუქმება აუცილებელი წინაპირობაა.

banner
წინა სტატიაში1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: არ შევეგუებით სუვერენიტეტის დაკარგვასა და რუსულ ჭაობს!!! არ ვუღალატებთ თავისუფლების იდეას!!!