The Economist-მა პუტინის, ტრამპის და ლე პენის კარიკატურა გამოაქვეყნა

ბრიტანული ყოველკვირეული The Economist, რომელიც ხვალ გამოვა, პირველ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერის მარინ ლე პენის და გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნაიჯელ ფარაჯას კარიკატურას გამოაქვეყნებს – კარიკატურა გამოცემის საიტზე უკვე განათავსეს.
კარიკატურაზე, რომელიც სტილიზებულია აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდთან, პუტინი სალამურზე უკრავს, ტრამპი და ფარაჯი ბარაბნებზე, მათ უკან საფრანგეთის აწეული დროშით ლე პენი მოსდევს.

The Economist-ის ხვალინდელი ნომრის თემა იქნება “ახალი ნაციონალიზმი”.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: აქ იქნება მწვავე პოლემიკაც და დებატებიც და მოგიწოდებთ შეეგუოთ ამ აზრს
შემდეგი სტატიაპარლამენტში გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა