The Economist : ერდოღანს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე აღმზრდელობით ტონში ლაპარაკის უფლება არ აქვს

 ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი The Economist-ი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიმართ გაკეთებულ ნაცისტურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერდოღანის მთავრობას არ აქვს უფლება, ვინმეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასწავლოს. ქვეყანაში ყალბი მტკიცებულებებით 40 ათასზე მეტი  ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, ქურთი პოლიტიკოსები და 100-ზე მეტი ჟურნალისტი.

ჟურნალი Economist-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ერდოღანს გააჩნია „განსაკუთრებული“ უნარი, აღმოაჩინოს ფაშისტები იქ, სადაც მათ ვერავინ ამჩნევს. ერდოღანის მიერ ″ნაცისტური გადმონაშთების″ შესახებ გაკეთებული განცხადება ევროპელებისთვის საშინელი ხუმრობაა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთში 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე  ყველა, ვინც „არას“ თქმას აპირებს , ტერორისტად ცხადდება. ჟურნალი ასევე ადგილს უთმობს, ვენეციის კომისიის მიერ ″ავტოკრატიის სახელმძღვანელოდ″ შეფასებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს პარტიული პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას.

″არსებობს მინიშნებები, რომ ეს კრიზისი თავად ერდოღანმა შეგნებულად გამოიწვია. ჰოლანდიის ხელისუფლებამ,  მიმდინარე საარჩევნო სამზადისის გამო, თურქეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე  მიტინგი არ ჩაეტარებინა.   არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული იქნებოდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  ჰოლანდიის მთავრობის ნებართვის გარეშე, როტერდამში ჩასვლა დაიჟინა. თუმცა საზღვარგარეთ პროპაგანდული საქმიანობა  თურქეთის კანონმდებლობის მიხედვითაც აკრძალულია″, -აღნიშნულია სტატიაში.

″ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რეფერენდუმზე ერდოღანის კონსტიტუციის მომხრეთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია.  ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ერდოღანის მხრიდან  ყველაზე  დიდ ინვესტორთან -ჰოლანდიასთან და ყველაზე ახლო პარტნიორთან-გერმანიასთან ურთიერთობის გამწვავება იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გამოუვალ მდგომარეობაშია ის″,- წერს ჟურნალი.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-39288175

 

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
შემდეგი სტატიაპოლიციასა და “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა