“ეჭვის ქვეშაა, შეასრულებენ, თუ – არა”-მაკო გომური “სირცხვილიას” აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქციას მაკო გომური შეუერთდა.

ეს უნდა ყოფილიყო არა სახელმწიფოს, არამედ ხალხის მოტანილი. შესაბამისად, იმ ხალხის რომელთაც შეჰპირდნენ. ახლა ეჭვის ქვეშაა, შეასრულებენ, თუ – არა. როგორცაა ნათქვამი, ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვს – აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ არ ასრულებენ. ვფიქრობ, რომ მიიღებენ ამ კანონს, რადგან ხალხის აჯანყებას გაექცნენ“ – განაცხადა მაკო გომურმა.

აქციაზე შეკრებილები “ქართულ ოცნებას” მიმართავენ და ამბობენ, რომ თუ კი დღეს უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტს ჩააგდებს, მოხდება საზოგადოების სრული მობილიზება, ადამიანები ქუჩაში გავლენ და საკუთარ მონაპოვარს ბოლომდე დაიცავენ.

აქციას სახელწოდებით – “არ გაბედო” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიარასწორი განცხადებებით პროცესს ნუ დავაზიანებთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე – ხალხი არავის აპატიებს უფლების იგნორირებას