ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი-ეკა ბესელია

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი, ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
ეკა ბესელია მიიჩნევს რომ ვანო ზარდიაშვილის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო წერტილი პირადად ბიძინა ივანიშვილმა დასვა.

“გავიმარჯვე რა თქმა უნდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი. ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ კლანის რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობოდა კლანი, ჩინჩალაძე მფარველობდა. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ” და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. არ ვიცი
ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო ეტყობოდა მის შემდეგ ქცევებს იმ ინციდენტის შემდეგ. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში მოპარული მანქანა ნაპოვნია – პოლიცია დამნაშავეს ეძებს
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებაზე საქმე აღძრა