“ევროოპტიმისტების” წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს:
“ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ვიზიტზე თუ არა სხვა რამეზე. მე ეს გუშინ ძალიან მენიშნა. საერთოდ კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე უკვე გასაგებია. პროკურატურა არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში და ამიტომ, ვიზიტზე თუ არა, რამეზე აუცილებლად აღუძრავენ საქმეს. ეს არის მათი მოლოდინიც,ბიძინა ივანიშვილის და ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა” ამბობს დეკანოიძე.