,,ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა”

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, მთლიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული. როგორც ბაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის კოორდინირებული მუშაობა ისევ გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციასთან და ნატოს მინისტერიალის შედეგებთან დაკავშირებით. “ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, ისევე როგორც აქამდე. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით ვაჩვენეთ ძალიან კარგი შედეგები. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმეტების თანამიმდევრულ შესრულებას ვაგრძელებთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიპირველად ისტორიაში ქართველმა ალპინისტებმა ჭაუხის მთა ზამთარში დალაშქრეს
შემდეგი სტატიამინისტრობის კანდიდატები პარლამენტში იკრიბებიან