Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი – ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ყველა შესაბამის უწყებასთან ვთანამშრომლობთ

Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საორგანიზაციო გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ.

„ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას.

იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართოთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს“,

– აღნიშნულია Echowaves Festival-ის ​განცხადებაში.

ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სულ სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა.

 

banner
წინა სტატიაშიგემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში
შემდეგი სტატიაეკვადორმა ვენესუელელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა