ეცდებიან ივანიშვილს ასიამოვნონ…დიდი მხიარულება იქნება – გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე საუბრობს

„დიდი მხიარულება იქნება“ – საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინზე საუბრობს.

გოცირიძე აცხადებს, რომ დეპუტატები შეეცდებიან პოლიტიკაში მეორედ მოსულ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ და პრეზიდენტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვიონ.

„პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა პარლამენტში დაემთხვევა ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას პოლიტიკაში, ამიტომ დღევანდელი დღე იქნება განსაკუთრებული „ქართული ოცნებისთვის.“ შეეცდებიან, რომ ივანიშვილს ასიამოვნონ, იქნება თავდასხმებიც და შიდა კონკურენციაც ვინ უფრო მეტად გამოიჩენს თავს.

იქნება დაყვედრება, რომ არ გადმოვიდა ავლაბრიდან, რაღაც შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოითხოვონ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ იქნება დიდი მხიარულება.

ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ხალხს ის გზა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და მხოლოდ კრიტიკით არ შემოვიფარგლებით,“- აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : გამიჭირდება პროგნოზირება, ისაუბრებს თუ არა მარგველაშვილი სამომავლო გეგმებზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : ჩემი განათლების მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა