17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

EBRD საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, თუმცა გამოკვეთილია გარკვეული გამოწვევებიც.

2026 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 7.9%-ით გაიზარდა, ზრდა პირველ კვარტალში 9%-დან მეორე კვარტალში 7%-მდე შემცირდა.

წლის პირველ ნახევარში ზრდა ფართომასშტაბიანი იყო, ძირითადი წვლილი შეიტანა საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებამ, წარმოებამ, ტრანსპორტირებამ, ასევე ფინანსურმა და სადაზღვევო საქმიანობამ, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ინფლაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინფორმაციით,ინფლაციური ზეწოლა ენერგორესურსების მაღალმა ფასებმა გამოიწვია.

„აგვისტოში ინფლაციამ წლიურად 5.6%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტი დარჩა, რადგან ენერგორესურსების მაღალმა ფასებმა ინფლაციური ზეწოლა გამოიწვია. ოთხი კვარტლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს 6%-დან შემცირდა, რასაც ხელს უწყობდა საინფორმაციო და კომუნიკაციების მომსახურების ძლიერი მაჩვენებლები, ასევე გაუმჯობესებული საქონლის სავაჭრო ბალანსი. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის აგვისტოს ბოლოს რეკორდულ 8.1 მილიარდ აშშ დოლარამდე (7.1 მილიარდი ევრო) გაიზარდა, რაც მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.2%-ს შეადგენს.2026 წელს რეალური მშპ 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო უძრავი ქონებისა და განახლებადი ენერგიის მსხვილი საინვესტიციო პროექტები კიდევ უფრო ზრდის ეფექტს წარმოადგენს,“ – წერია ანგარიშში.

ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდისმატებელი ეფექტი ექნება უძრავი ქონებისა და განახლებადი ენერგიის მსხვილ საინვესტიციო პროექტებს. ხოლო კლების ძირითად რისკებად ევროკავშირთან არსებული პოლიტიკური დაძაბულობა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი სახელდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის შემოსავლებსა და ენერგომატარებლების ფასებზე.

banner
წინა სტატიაშიტუსკი: პუტინის მიწვევამ G20-ის სამიტზე შესაძლოა მოსკოვს უკრაინაში აგრესიის გაგრძელებისკენ უბიძგოს
შემდეგი სტატიათემურ დადიანს ლონდონში პრინცმა ჰარიმ “დაუმარცხებელი სულის ჯილდო” გადასცა