,,EBRD-მა ქართული საწარმოებისთვის, 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა”

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის პროგრამის– „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ (ENPARD Georgia II) მნიშვნელობა შეაფასა, რომლის მეორე ეტაპის, 50 მილიონი ევროს ღირებულების, საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.

„ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის, რეფორმების ხელშეწყობისათვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული დაფინანსება“,-განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დაამტკიცა 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, სპეციალურად იმ ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვნი წახალისება საქართველოში ევროპული სტანდარტებით წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეეების წარმომდგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა შეხვედრისთვის მიმდინარეობს – გიგლა ბარამიძე გალის შეხვედრას აფასებს
შემდეგი სტატია,,პარლამენტში ნამდვილად არ ვართ უსაქმურები, რომ თამარ კორძაიას ჭკუაზე ვიაროთ”