ებრაელმა მეცნიერებმა 5 ათასი წლის წინანდელი საფუარით ლუდი მოხარშეს

ისრაელელმა მეცნიერებმა 5 ათასი წლის წინანდელი საფუარით, რომელც გათხრების დროს ქოთნებზე იყო შემორჩენილი, ლუდი მოხარშეს. მათი აზრით, მსგავს სასმელს სვავდნენ ძველ ეგვიპტეში ფარაონები. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დროთა მანძილზე მსგავსი ლუდი მაღაზიებშიც გაჩნდება. “როცა, როგორც იქნა მოვხარშეთ ლუდი, ყველანი მივუსხედით მაგიდას და დალევა დავიწყეთ… მე ვთქვი, რომ ახლა ან კარგად ვიქნებით, ან ხუთ წუთში ყველანი დავიხოცებით…. და გადავრჩით” – ბარ-ილანის სახელობის უნივერსიტეტის არქეოლოგი არენ მაიერი ამბობს -წერს  “ბიბისი”.

დიდი ხნის წინ ეგვიპტეში ლუდს სვავდა ყველა, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა. რადგანაც წყალი ხშირად დაბინძურებული იყო, ლუდი უფრო უსაფრთხო სასმელად ითვლებოდა. მაშინ ლუდს წყლისა და მარცვლოვანებისგან ამზადებდნენ, რომელსაც მზეზე დგამდნენ დასადუღებლად. გემოსთვის ზოგჯერ სხვადასხვა ხილს უმატებდნენ.
ლუდის საფუარის აღდგენის შემდეგ, სასმელის დამზადებაში, მეცნიერებმა ლუდის სპეციალისტი დაიხმარეს.

banner
წინა სტატიაში,,თუ რუსეთის მხრიდან კომპრომისისთვის პოლიტიკური მზაობა იქნება, შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ უფრო მაღალი დონის შეხვედრაზე, მანამდე აზრს ვერ ვხედავ”
შემდეგი სტატიაPanasonic-მა Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა