“ეარ ფრანსის” სამგზავრო თვითმფრინავი სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

საფრანგეთში მიმავალი ავიაკომპანია “ეარ ფრანსის” სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. როგორც ნიდერლანდების ხელისუფლებაში განაცხადეს, ავიალაინერიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი “ტვიტერის” სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ ლაინერზე ტერაქტი იგეგმებოდა.
როგორც “ბიბისი” წერს, სამართალდამცველები თვითმფრინავს საათზე მეტია ამოწმებენ.
მანამდე ნიდრელანდების ხელისუფლებამ, პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო, უსაფრთხოების ზომებისა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება გადაწყვიტა.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
შემდეგი სტატიასაკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებით განათდა