8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

E3: მზად ვართ, ინტერესების დასაცავად ირანის თავდასხმითი შესაძლებლობები გავანადგუროთ

გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო (E3) აცხადებენ, რომ საკუთარი და მათი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად ირანის თავდასხმითი შესაძლებლობების გასანადგურებლად მზად არიან.

სამი ევროპული ქვეყანის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ლიდერები შეშფოთებულები არიან ირანის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ მიტანილი არაპროპორციული იერიშების გამო, რომელმაც მათ მოქალაქეებსა და სამხედროებს საფრთხე შეუქმნეს.

ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი თავდაცვით მოქმედებებს მიმართავენ, რაც ირანის თავდასხმითი შესაძლებლობების შესაძლო განადგურებასაც მოიცავს.

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე რეგიონში მყოფ მოკავშირეებსა და აშშ-სთან ერთად იმუშავებენ.

banner
წინა სტატიაშიშეწყვეტილი ცხოვრება – გურამ გაბესკირია
შემდეგი სტატია“ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელის ძალაუფლებისკენ სწრაფვას შესწირა“ – ირანის უსადრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი