ე.წ ტრაილერის მძღოლის დედა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოდან 42 წლის კოვიდინფიცირებული ე.წ ტრაილერის მძღოლის დედა სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას  რუხის კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე ადასტურებს.

” ქალბატონი, სამი საათის წინ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყავნეთ. ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობასა და კვლევებში დამატებითი ჩარევა იყო საჭირო, რაც ინფექციურისთვის გაცილებით იოლად მოგვარებადია”-ამბობს ქარცივაძე.

დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან კიდევ 13 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებ, რომ ოქტომბერში საქართველოში მოვახერხებ ჩამოსვლას არჩევნების დამკვირვებლის როლში
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა