ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულად რა ნაწილში აღიარებს მის წინაშე წაყენებულ ბრალს.

ამ ეტაპზე ბექა ბექაური საავადმყოფოში იმყოფება, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებები დაკავებულმა დაპატიმრების დროს ცემის შედეგად მიიღო.

ე.წ. ტერაქტის საქმეზე სუს-მა 7 პირი დააკავა, აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტულ აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, ტერაქტის მზადების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ოპერაცია უტარდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსული