ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენის მიზნით კომისია შეიქმნება

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენის მიზნით კომისია შეიქმნება. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს ზარალის განსაზღვრა და ზიანის იდენტიფიცირება, იმისთვის, რომ კანონიერ სივრცეში მოექცეს და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდეს დაზარალებულების დახმარება.

ხანძრისგან მიყენებული ზარალის განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრეებმა წარადგინონ ყველა საგადასახადო დოკუმენტი, ვინაიდან დაზარალებულების ნაწილს მოწესრიგებული აქვს ბუღალტერია, ნაწილი კი მცირე მეწარმეა.

„ამ საქმეს ჩვენ დღესვე შევუდგებით, ბუნებრივია, მოქალაქეებს უნდა გაეწიოთ დახმარება, მაგრამ ეს ყველაფერი კანონიერ სივრცეში უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია იდენტიფიცირება მოვახდინოთ ზარალის და განვსაზღვროთ რა მიმართულებით შეგვიძლია მათი დახმარება“, -განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე დამწვარია ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა. ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასუს-ი ზუგდიდის ყოფილი მერისა და ყოფილი ვიცე-მერის დააკავებას ადასტურებს