ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებს შორის სერიოზული დავა იყო – გიორგი ჭანტურიას და

რუსთავში მოკლული გენერლის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ჭანტურიას განმარტებით, სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა.
როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მის ოჯახს კავშირი ე.წ. სტამბოლის ბაზართან არ ჰქონია, ისინი სავაჭრო ობიექტებს ფლობდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი თქმით, მათ 2012 წლამდე ჰქონდათ ბაზრის წილები, თუმცა შემდეგ ჩამოართვეს, რაზეც გამოძიებას მიმართეს.

„ სტამბოლის ბაზართან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ 2012 წელს საჩივრით მივმართეთ წილების დასაბრუნებლად და დავა გრძელდება, საქმეს პროკურატურა იძიებს. ჩვენ ამჟამად ურთიერთობა არ გვქონია სამსონ ქუთათელაძესთან. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არსებობდა სერიოზული დავა მოწილეებს შორის, თუმცა ჩვენ მხარეებს არ ვიცნობთ. როგორც ვიცით, ქონებრივი განხეთქილებაა“, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი ამოცანაა, სახელფასო კომპონენტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4%-ის ფარგლებში იყოს“ – ფინანსთა მინისტრი
შემდეგი სტატია(video) პუტინმა განბანვის რიტუალი შეასრულა