ე.წ. შეზღუდვები, რომლებიც გაბრაზებულმა და დაბოღმილმა იუსტიციის სამინისტრომ დააწესა, სრულიად უკანონოა – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ჩასვლას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, პოლიტიკოსები და “ემპათიას” ექსპერტები მაინც გეგმავენ.

უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტთან მნახველების შესვლის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლო და ამავდროულად, უკანონოა.

“ე.წ. შეზღუდვები, რომელიც გუშინ გადაწყვიტა გაბრაზებულმა და დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, რადგან ადვოკატის ვიზიტის უფლება, თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით დაუშვებელია. არ ვიცი, ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი რა გახდა”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ყველა ღონეს მიმართავს, რომ აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესსუბიექტებს თბილისის მერიისგან შეღავათების მისაღებად მიმართვის ვადა პირველ აპრილამდე აქვთ
შემდეგი სტატიაკალაძე – „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა