ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურაში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით დაიკითხნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, პროკურატურის პრესამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და პროკურატურის სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის თქმით, მან ე.წ. შეწყალების საქმეზე ადრეც მიაწოდა პროკურატურის თანამშრომლებს ინფორმაცია. არსებული ინფორმაციით შეხვედრა ნათია სუხიაშვილის ორგანიზებით შედგა.

თუმცა გუშინ მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით გოგაძესა და ელისაშვილს ე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს
შემდეგი სტატიასაბურთალოს სასაფლაოსთან დაჭრილ პირებს ოპერაცია უტარდებათ