ე.წ. შავი სიიდან ამოღებული რამდენიმე ათასი ადამიანი, კვლავ “შავ სიაში” დააბრუნეს- გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, კვლავ დააბრუნეს ე.წ. შავ სიაში.

“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) გასვლის გამო ამოღებული იყო მევალეთა ე.წ. შავი სიიდან, კვლავ დააბრუნეს მასში. ეს კანონდარღვევაა.
”საქართველოს ბანკმა”, რომელიც არის ”პრივატბანკის” სამართალმემკვიდრე, უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი. თუ კი, მაშინ რა მიზნით მოხდა ეს-იმიტომ ხომ არა, რომ უკვე ჩამოწერილი ვალების მქონე ადამიანები კვლავ მოხვედრილიყო ”ჩამოსაწერთა”(გულისმოსაგებთა) სიაში და ამით გაეზარდათ სტატისტიკა?
ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს აგრეთვე საკრედიტო ბიურომ და ეროვნულმა ბანკმა.” წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს