ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 49 წლის ალექს დოთიაშვილი დააკავეს.

დოთიაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდა.

დაკავებული ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მომხდარი ოჯახის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : ვაკე ნამდვილად წავაგე, ვაკემ მე ნდობა არ გამომიცხადა
შემდეგი სტატია“გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ”- კობახიძის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარეობაზე