ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დღეს დილით რუსმა სამხედროებმა სოფელ წითელუბნის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი ჯერ ოკუპირებულ სოფელ ღდულევში, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ლაშა თვაური იმ დროს დააკავეს, როდესაც ე.წ.საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ადგილობრივი ხელისუფლება. ლაშა თვაურის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის მთლიანად პროფესიულ ჯარზე გადასვლისთვის
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტი კონცერტზე ალბომიდან „Perfetto” ჰიტებს შეასრულებს