ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გერმანიის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე დააკავეს. მათი თქმით, გერმანიის მოქალაქემ განმარტა, რომ ის საფეხმავლო ტურიზმით არის დაკავებული და არ იყო ინფორმირებული ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის შესახებ. გერმანიის დაკავებული მოქალაქე სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის შესაბამის ორგანოებს გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება კალაძეც ვიხილოთ და ნარმანიაც -ძიძიგური
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა