ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული სამი პირი გათავისუფლებულია.სოფელ ჯარიაშენის მკვიდრნი ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი სოფელ არცევში ორი დღის წინ დააკავეს.

ისინი მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე მიდიოდნენ. გათავისუფლებულები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხეს, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, სავარაუდოდ სასამართლოს პროცესისა და საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარი ბათუმში-დაზიანებული სახლები, ავტომობილები წაქცეული ხეები
შემდეგი სტატიასუს-ის სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს