ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მისი გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო მექანიზმს იყენებს.

მინისტრის თქმით, უკვე ამუშავებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

„მიმდინარეობს კომუნიკაცია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის სამწუხაროდ ეს კიდევ ერთხელ გახლავთ ის მორიგი დაკავება, რაც 2008 წლიდან დაიწყო და 10 წლის განმავლობაში იქცა მძიმე პრაქტიკად.

მე მქონდა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარესთანაც, სადაც ზოგადად მიმოვიხილეთ არსებული მდგომარეობა“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის მაცხოვრებელი ალექსანდრე ნაცვლიშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

banner
წინა სტატიაში“ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ” – ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო
შემდეგი სტატიანარკოპოლიტიკის რეფორმა – “ქართული ოცნების” სხდომა იწყება