სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.
არსებული ინფრომაციით, ქისიშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმეზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით ხორციელდება.
კახაბერ ქისიშვილის საკითხს სავარაუდოდ, ხვალ, ერგნეთში დაგეგმილ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.