ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, გალში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.

1975 წელს დაბადებული წვიშბაია მ.ხ. რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა დააკავეს. ის უკვე გადაყვანილია გალის მილიციის იზოლატორში.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვიშბაია 2015 წელსაც იყო დაკავებული იმავე ბრალდებით.

მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში მივიდა
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო