ე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დამრღვევებს ოსეთიდან გააძევებენ

ე.წ. საქართველო-სამხრეთ-ოსეთის საზღვრის დამრღვევებს სამხრეთ ოსეთი მას შემდეგ გააძევებს, როცა ისინი ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდიან.
საუბარია 8 და 9 მარტის ორ შემთხევვაზე. “სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონის ხელჩუასა და გრომის დასახლებულ პუნქტებში მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო 58 და 54 წლის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი გორის რაიონის მკვიდრები არიან” – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ჯარიმის გადახდის შემდეგ საქართველოში გადააგზავნიან.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სავჩენკოს მდგომარეობა მძიმდება
შემდეგი სტატიათუკი უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი არსებობს, უნდა გაუქმდეს