12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო აპრილში დაგეგმილი ტაქტიკური სწავლებებისთვის გეგმურ წვრთნებს ატარებს. სასწავლო პროცესს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი იური იაროვიცკი ხელმძღვანელობს.

მომზადების მიმდინარე ეტაპზე პირადმა შემადგენლობამ საველე პირობებში ქვედანაყოფების მოქმედებების კოორდინაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა დავალება შეასრულა.

„სამხედრო მოსამსახურეებმა პირობითი მოწინააღმდეგის გამაგრებული წერტილებისა და დაცული ობიექტების განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსხვილკალიბრიანი შეიარაღებისა და არტილერიის გამოყენებით მიმდინარე სროლების პროცესს სარდლობა რეალურ დროში აკვირდებოდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრაქტიკული ნაწილის დასრულების შემდეგ, ე.წ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტექნიკურ ნიუანსებზე, რომლებიც მომდევნო მეცადინეობებზე დამატებით დამუშავდება სროლების მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: რას აუხირდით ერთი ივანიშვილის ზებრას სათნო მეორე ნახევარს