ე.წ. სამხრეთ ოსეთს ნატოს განცხადებები აშფოთებს

Over 10 NATO members oppose Syria warე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოსეთის ხელისუფლება შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს გაახმოვანა. ,,კერძოდ, ჩვენ გვაშფოთებს სტოლტენბერგის იმედისმიმცემი განცხადება საქართველოს ნატოში შესვლისა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ… საქართველოში ნატოს “Agile Spirit 2016” წვრთნების ფონზე,, ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალი აგრეთვე შეშფოთებულია აშშ-ს კონგრეს მიერ 8 სექტემბერს მიღებული 660-ე რეზოლუციით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და თავდაცვის შესაძლებლობას ეხება.
,,საქართველოსათვის გაწეული ნებისმიერი სამხედრო დახმარება, რითაც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, აძლიერებს საქართველოს რევანშისტულ განწყობებს, ხელს უწყობს რეგიონში არასტაბილურობასა და დაძაბულობის ექსკალაციას,, ნათქვამია ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) თქვენ დაამარცხეთ ქართველი ხალხი
შემდეგი სტატიაvideo თინა ხიდაშელი: ხელები უქნიეთ კახა თარგამაძეს!