ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და ნიკარაგუამ უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გააფორმეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და ნიკარაგუამ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

საუბარია დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და საზღვარგარეთის პასპორტების მქონე პირებზე. ცხინვალის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა, ხოლო მანაგუას მხრიდან – ნიგარაგუას „ელჩმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ალბა ტორესმა.

ე.წ. მინისტრის და ე.წ. ელჩის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. მხარეებმა „ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და საერთაშორისო მოვლენები განიხილეს“.

ნიკარაგუა მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წელს რუსეთის შემდეგ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის
შემდეგი სტატიასაქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც 2024 წელს დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა | Economist Intelligence Unit