თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის ფაქტზე 18 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, დადგინდა, რომ დაკავებული გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მკვიდრია. მას თან არ აღმოაჩნდა დოკუმენტები. მიმდინარე წელს მსგავს ფაქტზე ისური მხარის მიერ სულ დაკავებულია საქართველოს 20 მოქალაქე.