ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი რუსეთისაგან

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი რუსეთისაგან – იარაღის შესახებ კანონში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე გაუგზავნა ახალი კანონპროექტი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიით მთლიანად და უკონტროლოდ ისარგებლოს.

საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსი ძალოვნებისთვის მსგავსი ძალაუფლების გადაცემა , როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ოფიციალური თბილისისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

იქ არ ცხოვრობს იმდენი მოსახლეობა, რომელსაც ამდენი იარაღი და ამდენი პოლიციელის კონტროლი სჭირდებოდეს რუსეთს. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვის სჭირდება რუსეთს, რომ იქ “სამართლებრივად” ჰქონდე ეს ყველაფერი განმტკიცებული. მიდის სრული კონტროლი, ანექსიის პროცესი.

ამ ხელისუფლების ხელში, ზოგადად, ამოვარდნილი ვართ საერთაშორისო კონტაქტებიდან, რეგიონს ამდენი ყურადღება არ ექცევა, ამიტომ რუსეთი ახორციელებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, – აცხადებს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი.

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთს ისედაც სრული კონტროლი აქვს, იქნება ეს ფინანსები თუ საარჩევნო პროცესი. ახლა კი რუსეთი რეგიონის სრულ ანექსიას ახდენს და იმ უფლებებს იკანონებს, რომელიც მას დღემდე ისედაც აქვს.

რუს პოლიციელებს ენიჭებათ უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაც რუსეთის კანონითაც კი აკრძალული აქვთ, – ამბობს ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა