ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმზე ადგილობრივებში აზრი გაიყო

32ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 11 აპრილს განაცხადა, რომ აგვისტომდე სამხრეთ ოსეთში რუსეთთან გაერთიანების რეფერენდუმი ჩატარდება – “რუსეთის ახალი სუბიექტის რანგში” – ამაზე “თაიმერი” უკვე წერდა.
თიბილოვის ინიციატივა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “შენი არჩევანი, ოსეთის” ლიდერმა ალან ჯუსევმა შეაფასა და თქვა, რომ ზუსტად იმავე საკითხზე უკვე ორჯერ, 1992 და 2006 წლებში ჩატარდა რეფერენდუმი.
მისი თქმით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია ოსეთის ტერიტორიული ცვლილებებისკენ, არაკონსტიტუციურია, რადგანაც სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის თანახმად, “რესპუბლიკის ტერიტორია, სტატუსი და საზღვრები ხალხის ნების გარეშე არ შეიძლება შეიცვალოს”. ჯუსევი თვლის, რომ თიბილოვის ინიციატივა ხალხისთვის მისი კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილის მორიგ ბრალდებას გორის მერია პასუხობს
შემდეგი სტატიახაჯიმბა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის დაკანონებას ცდილობს