ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 51.000 ადამიანი ცხოვრობს…

ოსური პასპორტი და „Вид на жительство

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ამ ე.წ. სახელმწიფოში მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით – 51.000 ადამიანი ცხოვრობს…

ოსური საინფორმაციო საშუალებებს ცნობით, 15-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით  ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად, წინასწარი მონაცემებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში 51.000 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც – 30.000 ქალაქ ცხინვალშია რეგისტრირებული… დანარჩებბი კი, სხვა ოსურ რაიონებში. უფრო ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებას ოსების სტატისტიკის სამმართველო 2016 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ბოლო აღწერა ამ რეგიონში 1989 წელს ჩატარდა და მისი შედეგებით რეგიონში 98.500 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც 28.000 ქართველი იყო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”მე შევაგინებდი დედას ურთმელიძეს, მაგრამ არ მიუვა, არ ცნობს დედას”
შემდეგი სტატიამიიღებენ თუ არა რუსეთის პატრიარქ კირილს უკრაინაში…?