ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს, უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, თუკი ისინი გადაწყვეტენ 2008 წლის მოვლენების სრულფასოვნად შეაფასებას და ადგილზე ჩამოსვლას – ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის გენპროკურორმა სერგეი ბიტიევმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას აწარმოებს. სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობენ და ჯერჯერობით არ საუბრობენ “სამხრეთ ოსეთში” მუშაობაზე, სადაც მიმდინარეობდა ომი.