ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის მკვლელი დაკავებულია. როგორც მედია იტყობინება, ის 1982 წელს დაბადებული ცხინვალის მკვიდრი სოსლან თადეევია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი დღეს მანქანამ გაიტანა. ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, პროკურორი საკუთარი მანქანისკენ მიდიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. ინციდენტი ცხინვალში ჯოევასა და საბჭოთა ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა. მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
https://youtu.be/9Ykr8azYj1Q