ე.წ. სამხრეთ ოსეთი შექმნის დღეს აღნიშნავს – 19-20 სექტემბერს დროებითი საზღვარი დაიკეტება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შექმნის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 19 სექტემბერს 20.00 საათიდან დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკეტება – ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პუნქტის მუშაობა 21 სექტემბერს დილის 6 საათიდან განახლდება.

ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატებმა საბჭოთა კავშირის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ გამოაცხადეს. 1992 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა შექმნეს რუსეთის მიერ წაქეზებულმა სეპარატისტულმა ძალებმა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა აღიარა.

banner
წინა სტატიაშიგაგრაში მანქანამ ქვეითი გაიტანა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლების ელ-ფოსტაზე კიბერშეტევა დაადასტურა