ე.წ. სამხრეთ ოსეთი ორი დღით ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით – 17 და 18 სექტემბერს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

ადმინისტაციულ საზღვარზე, გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადასვლა 17 სექტემბრის 20:00 საათიდან შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მუშაობას 19 სექტემბრის დილის 07:00 საათზე განაახლებენ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ჩვენი ინტერესია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყოს
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის და R 2 – ის დატოვება შემომთავაზა”- გვარამიას სკანდალური განცხადება