ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ წნელისში საგუშაგოს განთავსებას გეგმავს

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 17:54

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ წნელისში საგუშაგოს განთავსებას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ წნელისში მოსახლეობის დასაცავად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტს განათავსებს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ბიბილოვის განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ ბლოკპოსტი უნდა აიღოს.

„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. საერთო პოზიციამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა, განათავსოს პოსტი, რომ ამ სოფელში მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 17:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics