ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბორდერიზაციაზე განცხადებას ავრცელებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მხარე რუსულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საქმეში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ოსურ მედიას განუცხადა, რომ “ყველა სამუშაო, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და საქართველოს შორის სასაზღვრო ხაზის წარმოქმნას ეხება, სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ იწარმოება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასაზღვრო ხაზიდან მოშორებით”. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს და ვერ ხედავს დიდი ხნის წინ წარმოქმნილ რეალობას და არ რეაგირებს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე ერთობლივად განსაზღვრონ საზღვარი.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში დღეიდან ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება
შემდეგი სტატიაპოლონეთი საკუთარი არმიის მოდერნიზაციაში 50 მილიონ დოლარს ჩადებს