თბილისის საქალაქო სასამართლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სასამართლო პროცესზე განსახილველი საკითხი ე.წ. საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევა იქნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი 23 იანვარს დატოვა. პოლიტიკოსს ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარის თქმას ედავებოდნენ.


















