ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვასილ ლ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზვიად ს. და 1998 წელს დაბადებული ლაშა შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბრალდებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები არიან. დაკავებულებმა, ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.

პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პარლამენტში მისვლის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება
შემდეგი სტატიაპრემიერი: უდიდესი პასუხისმგებლობაა – აირჩიო არამარტივი, ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილი 2017 წლიდან დაიწყება