10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესები დღეს ბათუმის სასამართლოში გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესები გაიმართება. პროცესები 10:00 და 13:00 საათზეა დანიშნული.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებით 72 პირი დააკავა, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის-ზახაროვა საქართველოზე
შემდეგი სტატია“თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს” – ტრამპი