ე.წ. “ქართული მარშის” მონაწილეებმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისს მაშხალები ესროლეს

ე.წ. “ქართული მარშის” მონაწილეებმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისს მაშხალები ესროლეს.

აქციის მონაწილეობა მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყეს და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა გააპროტესტეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ტერიტორიას პოლიციის კორდონი იცავდა.

ამჟამად ე.წ. “ქართული მარშის” მსვლელობის მონაწილეები უკვე ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძის შტაბთან იმყოფებიან და კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“ქართველთა მარშის” მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
შემდეგი სტატია“ქართველთა მარშის” აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს