ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესები განახლდა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესები განახლდა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ჩვენებას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ბარამიძე აძლევს.

როგორც პროცესის დაწყებამდე “ტვ პირველის” გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, პროცესები დაჩარებული წესით ტარდება.

„ვუახლოვდებით რეფერენდუმის დღეს, რამდენიმე კვირა დარჩა, ამიტომაც ჩემი ოჯახის სასამართლო განახლდა და იქნება დაჩქარებული წესით. არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების სასამართლო, კრიტიკული მედიის ოჯახის წევრებზე, მედიამენეჯერებზე განახლდა სხდომები და დარწმუნებული ვარ, დაჩქარებული წესით იქნება. დასავლეთი, ევროპა სასამართლოს ეუბნება, ნუ სხედხართ გამომოპალ “მოსკვიჩზე”, დაგეხმარები, რომ “მერსედესზე” გადაგსვაო, მაგრამ ხელისუფლებამ ტანზე შემოიხია, გამომპალი სისტემა უნდა, უნდა რომ მურუსიძე “ჯოისტოკზე” ჰყავდეთ, ამიტომაც ხდება ეს, არანაირი დახმარება არ უნდათ, რადგან უნდათ, რომ გამომომპალ “მოსკვიჩზე” ისხდნენ და როგორც უნდათ, ისე ჰყავდეთ სასამართლო”,- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიმოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაწყდება